Wednesday, October 26, 2016

მსოფლიოს 7 საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

სექციების სია

ისტორია

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:
საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი
ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. 2550 ეგვიპტელები დღემდე დგას დღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღები ძვ. წ. 600 ბაბილონელები ძვ. წ. 1 საუკუნე მიწისძვრა
ეფესოს ტაძარი ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები ძვ. წ. 356 ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ძვ. წ. 435 ბერძნები მე-5-6 საუკუნეები ხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები 1494 მიწისძვრა
როდოსის კოლოსი ძვ. წ. 292-280 ელენისტური საბერძნეთი ძვ. წ. 224 მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურა ძვ. წ. III საუკუნე ელენისტური ეგვიპტე 1303-1480 მიწისძვრა

ვირტუალური ცხოვრება

დღეს, მსოფლიო ორ სამყაროს შორის ცხოვრობს. უფრო უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, ორ სამყაროში ცხოვრობს. ეს არის - რეალური და ვირტუალური სამყარო, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავენ. მათში ერთდროულად შეგიძლია იმყოფებოდე და მოქმედებდე. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - იგივე ადამიანები, იგივე მოსაზრებებით, იგივე შეხედულებებითა და გემოვნებით, იგივე გარეგნობით, ოჯახური მდგომარეობითა, თუ ურთიერთობებით. იმავე წარსულითა და აწყმყოთი, იმავე კულტურითა და მენტალიტეტით. მოვლენებიც ერთი და იმავე, დროის განზომილებაც იდენტური. გარდა იმისა, რომ რეალურ სამყაროში ადამიანები დედამიწაზე, გალაქტიკის ფარგლებში, ცხოვრობენ, ვირტუალურ სამყაროში კი, ყველა მათგანი სოციალურ ქსელში, ინტერნეტ ქსელის ფარგლებში, არსებობს გარემოებათა რამოდენიმე ფაქტორი, რაც კიდევ უფრო რადიკალურად განასხვავებს ერთს მეორესაგან.
რეალურ სამყაროში, არსებობს საზღვრები. ყოველ საზღვარს იქით განსხვავებული კანონები და წესები, თითოეული საზღვრის გადაკვეთის ინდივიდუალური ბარიერები, განსხახებულ პოლიტიკურ სისტემას მორჩილება და აქ, მმართველობის საუკეთესო ფორმად, ყველაზე უარესებს შორის საუკეთესოს - დემოკრატიის - მიჩნევა. ანუ, როგორც ჩერჩილი იტყოდა, ყველაზე ცუდი მმართველობა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს. რეალური სამყარო დღემდე მიილტვის ანარქიისკენ, აგრეთვე, ცხოვრებისაკენ საზღვრების გარეშე, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად დემოკრატიის იდელური ფორმის დაწესებისკენ, ძალადობისგან თავის დაღწევისა და ომის პრევენციისკენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ დღემდე ძალა, ძლიერება დომინანტურ როლს თამაშობს პრესტიჟისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის მსოფლიოში. აქ, სოციალური, ბევრგან გენდერული უთანასწორობა და შოვინიზმი სუფევს, რომელთაც მსოფლიომ დღემდე საბოლოოდ ვერ მოუღო ბოლო. აქ არსებობს, ფართობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი სახელმწიფო - რუსეთი, მოსახლეობით ყველაზე დიდი - ჩინეთი და ყველაზე მდიდარი აშშ, მმართველობის საუკეთესო ფორმით მსოფლიოში (ყოველ შემთხვევაში ასეა მიჩნეული).
http://www.myvideo.ge/v/1118205

ბავშვები და ინტერნეტ-უსაფრთხოება

ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილების ისე ბავშვებისთვის. თუმცა, ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ესენია:
  • ძალადობის, პორნოგრაფიის და სხვა არასასურველი შინაარსის ინფორმაციასთან წვდომა - იქნება ეს ვიდეო-თამაშები, სურათები, თუ ტექსტური ინფორმაცია;
  • კიბერ ჩაგვრა (Cyber bullying) - ჩაგვრის სახე, რომელიც ხორციელდება ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით. კიბერ ჩაგვრის მაგალითებია: მუქარის შემცველი მესიჯები, იარლიყების მინიჭება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ა.შ.;
  • ონლაინ მოძალადე - ადამიანი, რომელიც ინტერნეტს იყენებს პირადი ინფორმაციის მოპარვის და/ან პოტენციური მსხვერპლის გატაცების, ან მასზე სექსუალური ძალადობის მიზნით.

თუკი ბავშვი ოთახში უფროსების გამოჩენისას ეფარება ეკრანს, ხურავს პროგრამებს, ან სწრაფად რთავს კომპიუტერს ეს შეიძლება მიუთითებდეს ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების არსებობაზე.

ასეთ შემთხვევაში ინტერნეტის მოხმარების საერთოდ აკრძალვა არ წარმოადგენს გამოსავალს. ამის ნაცვლად მნიშვნელოვანია მშობელმა ერთის მხრივ ბავშვს ასწავლოს ინტერნეტ-უსაფრთხოების დაცვა და მეორე მხრივ, თავად მიიღოს შესაბამისი ზომები. ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:
  • დაადგინეთ ინტერნეტის მოხმარების საზღვრები - განსაზღვრეთ დრო, რომელსაც თქვენი შვილი ყოველდღიურად გაატარებს კომპიუტერთან და შესთავაზეთ მისი ასაკისათვის საინტერესო და სასარგებლო ვებ-გვერდები  და პერიოდულად თვალი ადევნეთ მის მიერ ინტერნეტით სარგებლობის პროცესს.

  • თავად გაეცანით ინტერნეტ უსფართხოების წესებს -  არსებობს ე.წ. პროგრამა-ფილტრები (Net Nanny,  და 4NetSafety), რომლებიც არა მხოლოდ იმ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რომელ ვებ-გვერდებს სტუმრობს თქვენი შვილი ყველაზე ხშირად, არამედ დაბლოკავს არასასურველი ინფორმაციის შემცველ გვერდებს.

ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ უსაფრთხოებაზე - ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ მისი ასაკისა და უნარების გათვალისწინებით.  აუხსენით ბავშვს, რომ რომელიმე ვებ-გვერდზე დარეგისტირების სურვილის შემთხვევაში, მოგმართოთ თქვენ, რათა უსაფრთხოების მიზნით გაეცნოთ მათ შემოთავაზებულ წესებსა და პირობებს. ასევე, ხაზი გაუსვით პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.) გაცემასთან დაკავშირებულ საფრთხეებს და დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ასეთი საფრთხის ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ მოგმართოთ თქვენ.

დაბინძურებული გარემო

დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
https://www.youtube.com/watch?v=IooV57XR-MM