დღეს, მსოფლიო ორ სამყაროს შორის ცხოვრობს. უფრო უპრიანი იქნებოდა
გვეთქვა, ორ სამყაროში ცხოვრობს. ეს არის - რეალური და ვირტუალური სამყარო,
რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავენ.
მათში ერთდროულად შეგიძლია იმყოფებოდე და მოქმედებდე. ერთი შეხედვით, ისინი
ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - იგივე ადამიანები, იგივე მოსაზრებებით,
იგივე შეხედულებებითა და გემოვნებით, იგივე გარეგნობით, ოჯახური
მდგომარეობითა, თუ ურთიერთობებით. იმავე წარსულითა და აწყმყოთი, იმავე
კულტურითა და მენტალიტეტით. მოვლენებიც ერთი და იმავე, დროის განზომილებაც
იდენტური. გარდა იმისა, რომ რეალურ სამყაროში ადამიანები დედამიწაზე,
გალაქტიკის ფარგლებში, ცხოვრობენ, ვირტუალურ სამყაროში კი, ყველა მათგანი
სოციალურ ქსელში, ინტერნეტ ქსელის ფარგლებში, არსებობს გარემოებათა
რამოდენიმე ფაქტორი, რაც კიდევ უფრო რადიკალურად განასხვავებს ერთს
მეორესაგან.
რეალურ სამყაროში, არსებობს საზღვრები. ყოველ საზღვარს იქით
განსხვავებული კანონები და წესები, თითოეული საზღვრის გადაკვეთის
ინდივიდუალური ბარიერები, განსხახებულ პოლიტიკურ სისტემას მორჩილება და
აქ, მმართველობის საუკეთესო ფორმად, ყველაზე უარესებს შორის საუკეთესოს -
დემოკრატიის - მიჩნევა. ანუ, როგორც ჩერჩილი იტყოდა, ყველაზე ცუდი
მმართველობა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს. რეალური სამყარო დღემდე
მიილტვის ანარქიისკენ, აგრეთვე, ცხოვრებისაკენ საზღვრების გარეშე, მაგრამ
ამ ყველაფერთან ერთად დემოკრატიის იდელური ფორმის დაწესებისკენ,
ძალადობისგან თავის დაღწევისა და ომის პრევენციისკენ. მიუხედავად ამ
ყველაფრისა, აქ დღემდე ძალა, ძლიერება დომინანტურ როლს თამაშობს პრესტიჟისა
და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის მსოფლიოში. აქ, სოციალური, ბევრგან
გენდერული უთანასწორობა და შოვინიზმი სუფევს, რომელთაც მსოფლიომ დღემდე
საბოლოოდ ვერ მოუღო ბოლო. აქ არსებობს, ფართობის გათვალისწინებით, ყველაზე
დიდი სახელმწიფო - რუსეთი, მოსახლეობით ყველაზე დიდი - ჩინეთი და ყველაზე
მდიდარი აშშ, მმართველობის საუკეთესო ფორმით მსოფლიოში (ყოველ შემთხვევაში
ასეა მიჩნეული). http://www.myvideo.ge/v/1118205
ბავშვები და ინტერნეტ-უსაფრთხოება
ინტერნეტი
წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და
გართობის წყაროს, როგორც მოზრდილების ისე ბავშვებისთვის. თუმცა, ბავშვების
მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ესენია:
ძალადობის, პორნოგრაფიის და სხვა არასასურველი შინაარსის ინფორმაციასთან წვდომა - იქნება ეს ვიდეო-თამაშები, სურათები, თუ ტექსტური ინფორმაცია;
კიბერ ჩაგვრა (Cyber
bullying) - ჩაგვრის სახე, რომელიც ხორციელდება ელექტრონული ტექნოლოგიების
საშუალებით. კიბერ ჩაგვრის მაგალითებია: მუქარის შემცველი მესიჯები,
იარლიყების მინიჭება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ა.შ.;
ონლაინ მოძალადე -
ადამიანი, რომელიც ინტერნეტს იყენებს პირადი ინფორმაციის მოპარვის და/ან
პოტენციური მსხვერპლის გატაცების, ან მასზე სექსუალური ძალადობის მიზნით.
თუკი
ბავშვი ოთახში უფროსების გამოჩენისას ეფარება ეკრანს, ხურავს პროგრამებს,
ან სწრაფად რთავს კომპიუტერს ეს შეიძლება მიუთითებდეს ზემოთ ჩამოთვლილი
საფრთხეების არსებობაზე.
ასეთ შემთხვევაში ინტერნეტის მოხმარების
საერთოდ აკრძალვა არ წარმოადგენს გამოსავალს. ამის ნაცვლად მნიშვნელოვანია
მშობელმა ერთის მხრივ ბავშვს ასწავლოს ინტერნეტ-უსაფრთხოების დაცვა და
მეორე მხრივ, თავად მიიღოს შესაბამისი ზომები. ამაში შემდეგი რჩევები
დაგეხმარებათ:
დაადგინეთ ინტერნეტის მოხმარების საზღვრები
- განსაზღვრეთ დრო, რომელსაც თქვენი შვილი ყოველდღიურად გაატარებს
კომპიუტერთან და შესთავაზეთ მისი ასაკისათვის საინტერესო და სასარგებლო
ვებ-გვერდები და პერიოდულად თვალი ადევნეთ მის მიერ ინტერნეტით
სარგებლობის პროცესს.
თავად გაეცანით ინტერნეტ უსფართხოების წესებს
- არსებობს ე.წ. პროგრამა-ფილტრები (Net Nanny, და
4NetSafety), რომლებიც არა მხოლოდ იმ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რომელ
ვებ-გვერდებს სტუმრობს თქვენი შვილი ყველაზე ხშირად, არამედ დაბლოკავს
არასასურველი ინფორმაციის შემცველ გვერდებს.
ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ უსაფრთხოებაზე
- ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ მისი
ასაკისა და უნარების გათვალისწინებით. აუხსენით ბავშვს, რომ რომელიმე
ვებ-გვერდზე დარეგისტირების სურვილის შემთხვევაში, მოგმართოთ თქვენ, რათა
უსაფრთხოების მიზნით გაეცნოთ მათ შემოთავაზებულ წესებსა და პირობებს.
ასევე, ხაზი გაუსვით პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.)
გაცემასთან დაკავშირებულ საფრთხეებს და დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ასეთი
საფრთხის ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ მოგმართოთ თქვენ.
No comments:
Post a Comment